ირინა ვერეშჩუკი - დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად, სამწუხაროდ, დღეს ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით
ირინა ვერეშჩუკი - დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად, სამწუხაროდ, დღეს ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით

დღეს ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ვერ შეთანხმდა და ამავდროულად, ოფიციალური კიევი ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმატელეგრამზე“ დაწერა.

„დღეს, 17 აპრილს, დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე, ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად, ამიტომ დღეს, სამწუხაროდ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ამოქმედდეს. რაც შეეხება მარიუპოლს, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მეშვეობით, ოფიციალური კიევი მოითხოვს, რომ რუსულმა ძალებმა გახსნან სპეციალური დერეფანი მარიუპოლიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის.