ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათისთვის იგეგმება 
ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათისთვის იგეგმება 

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ქალაქ მარიუპოლიდან დღეს ევაკუაცია იგეგმება.

„მარიუპოლში დღეს ჩვენ კვლავ ვცდილობთ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას. ახლა ვიწყებთ შეკრებას „პორტ-სიტის“ სავაჭრო ცენტრთან“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წარიმართება, ევაკუაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება.

მარიუპოლიდან და მასში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია წინა დღეებში ჩაიშალა. ვერეშჩუკის განცხადებით, რუსული მხარე უარს ამბობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო დერეფნების გახსნაზე.