ირინა მილორავა იმედოვნებს, რომ დავით ნარმანიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება
სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა იმედოვნებს, რომ თბილისის ყოფილ მერთან დავით ნარმანიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
„პრეზიდენტმა წარადგინა კომისიის წევრობის ორი კანდიდატურა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სრული შემადგენლობით. კანდიდატურებს რაც შეეხება, გოჩა შონია კომისიის ყოფილი წვერია და ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. რაც შეეხება ბატონ დავით ნარმანიას, არ მქონია მე მასთან საქმიანი ურთიერთობა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანია სემეკ-ის წევრად არის წარდგენილი და იმედი აქვს, რომ პარლამენტის მხრიდან სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე მხარდაჭერა ექნება.