ჯგუფი „ირიაო“, რომელიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს, წლევანდელი ევროვიზიის მასპინძელ ქვეყანაში, პორტუგალიაში იმყოფება.
მუსიკოსები პორტუგალიაში დღეს ჩავიდნენ და ფოსთქარდების გადაღებაში მიიღებენ მონაწილეობას.
30-წამიან ვიდეორგოლს მაყურებელი პირველად 10 მაისს იხილავს, სანამ ქართველი კონკურსანტები მაყურებლის წინაშე წარდგებიან.