IRI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ასევე იმ დავების განხილვას, რომელიც შეტანილია ცესკო-ში და გამოვცემთ საბოლოო, ყოვლისმომცველ ანგარიშს
IRI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ასევე იმ დავების განხილვას, რომელიც შეტანილია ცესკო-ში და გამოვცემთ საბოლოო, ყოვლისმომცველ ანგარიშს

ცესკო-ში 337 საჩივარი არის შეტანილი, რომელიც ელოდება გადაწყვეტას. IRI მოუწოდებს ცესკო-ს, რომ ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის, რათა ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული, – ამის შესახებ IRI-ის დამკვირვებელმა, ჯონ შიმკუსმა განაცხადა.

როგორც ჯონ შიმკუსმა განაცხადა, IRI აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.

„მთლიანობაში უბნებზე ყველაფერი ტექნიკურად გამართულად ჩატარდა. ტექნოლოგიები მუშაობდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა მცირე პრობლემები იყო. ასევე, იყო მცირე დარღვევები ხმის ფარულობის დაცვასთან დაკავშირებით. იყო სისტემატური ზეწოლა, რამაც შექმნა შიშის გარემო. ამასთან, იყო იზოლირებული მომენტები ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემის, ძალადობის. მთლიანობაში, უბნების დახურვის დროს სიტუაცია მშვიდი იყო. წინასწარი შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების დაცვით ჩატარდა ხმების შეგროვება. მისია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს მომავალში. IRI ელოდება ოფიციალური, საბოლოო შედეგების გამოცხადებას; ასევე, იმ დავების განხილვას და გადაწყვეტას, რომელიც შეტანილი იქნა. რა თქმა უნდა, IRI გამოსცემს საბოლოო, ყოვლისმომცველ ანგარიშს“, – განაცხადა შიმკუსმა.