IRI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 54%, უკმაყოფილოა 43%
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10% სრულად კმაყოფილია ადგილობრივი მერის ოფისის მუშაობით, ნაწილობრივ კმაყოფილია 47%. ჯამში, დადებითად 57% აფასებს მერების საქმიანობას, ნაწილობრივ უკმაყოფილოა 21%, სრულად უკმაყოფილო 15%.
ჯამში, მერების საქმიანობას უარყოფითად აფასებს 36%. არ ვიცი/უარი პასუხზე-7%.
მერების ოფისების საქმიანობის შეფასებაში, თბილისის მერის საქმიანობით ჯამურად კმაყოფილია გამოკითხულთა 54% (ძალიან კმაყოფილი 9%, ნაწილობრივ კმაყოფილი 45%) ხოლო უკმაყოფილო 43% (ნაწილობრივ უკმაყოფილო -25, ძალიან უკმაყოფილო -18%).
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.