ირანული მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა, – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
როგორც მედია წერს, ასეთ რაკეტებს ისრაელამდე მისასვლელად დაახლოებით 11-12 წუთი სჭირდება.
მანამდე ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.