ირანული გამოცემა Tasnim-ის ინფორმაციით, ირანში ტერაქტები აღკვეთეს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა 27 ადამიანი დააკავა, რომლებიც მუსლიმთათვის წმინდა რამადანის თვეში თეირანსა და სხვა ქალაქებში ტერაქტებს გეგმავდნენ.
ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავებისას ხელყუმბარები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.