ირანში წყლის მწვავე დეფიციტის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, დემონსტრაცია ქვეყნის ნავთობით მდიდარ სამხრეთ-დასავლეთ ეგიონში გაიმართა.
წყლის დეფიციტი ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა გვალვამ გამოწვია. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და დაწვეს მანქანის საბურავები.
„როიტერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასულ კვირას წყლის დეფიციტის გამო საპროტესტო მსვლელობი გაიმართა ირანის რამდენიმე ქალაქში. ჯერ კიდევ მაისში ირანის ენერგეტიკის მინისტრმა რეზა არდაკანიანმა მოსახლეობა გვალვის გამო ზაფხულში მოსალოდნელი წყლის უკმარისობის შესახებ გააფრთხილა.