ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის რთული მდგომარეობაა სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აჰვაზში, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ისევ ნალექიან ამინდებს ელოდებიან.
ირანული მედიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა ნავთობით მდიდარ ხუზესტანის პროვინციაში. 46 ათასი ადამიანი საგანგებო თავშესაფრებშია გადაყვანილი.
ირანის ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში არმიის ნაწილები განათავსა. ქვეყნის მთავრობა წყალდიდობისგან დაზარალებულ ფერმერებს კომპენსაციას ჰპირდება.
ირანში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა 1940-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა.