ირანში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. სტიქია, რომელიც გადაუღებელ წვიმებს მოჰყვა, ქვეყნის რამდენიმე პროვინციას გასულ კვირას დაატყდა თავს.
21 ადამიანი ფარსის, შვიდი გოლესტანის, ხუთი მაზენდერანის, სამი კი ჩრდილოეთ ჰორასანის პროვინციაში დაიღუპა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.