ირანში სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის 35 დოლარით დაჯარიმდებიან
ირანში სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის 35 დოლარით დაჯარიმდებიან

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, უახლოეს მომავალში ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალური დისტანცირების წესებს დაარღვევს, 35 აშშ დოლარით დაჯარიმდება. მოქალაქეს კი, რომელიც საცხოვრებელ ქალაქს ავტომობილით დატოვებს, ავტომობილს ერთი თვით ჩამოართმევენ.

ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა.

ირანში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 29,406 ადამიანს დაუდასტურდა.