ირანში საწვავის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს, ათასმდე ადამიანი დააკავეს
ირანში საწვავის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ათასმდე ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს. საპროტესტო გამოსვლებმა ირანის 100-მდე ქალაქი მოიცვა. სულ დემონსტრაციებში დაახლობით 87 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცეცხლი წაუკიდეს ბანკების ოფისებს, მაღაზიებსა და ავტოგასამართ სადგურებს. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და დაშავებულების შესახებ.
ირანის ნაციონალური უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს განკარგულებით ქვეყანაში ინტერნეტი შეიზღუდა.
საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მთავრობამ ბენზინის ფასის ზრდისა და მისი გაყიდვის ნორმირების გადაწყვეტილება მიიღო.
ამგვარად, ლიტრი ბენზინის ფასი 10 ათასი რიალიდან (დაახლოებით ცხრა ცენტი) 15 ათას რიალამდე (13 ცენტი) გაიზარდა. მთავრობის დადგენილებით, ამ ფასად თვეში 60 ლიტრამდე ბენზინის შეძენაა შესაძლებელი. მათ, ვისაც მეტი რაოდენობის საწვავის შეძენა სურს, ლიტრში უფრო მაღალი ღირებულების გადახდა მოუწევთ.