ირანში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს. ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დაკავებული ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა და საპროტესტო აქციებს ქალაქ ბორუჯერდში ხელმძღვანელობდა.
„ამ ადამიანმა მომზადება ევროპის სპეცსამსახურებში გაიარა და არეულობას უწყობდა ხელს“, – ნათქვამია სასამართლო დეპარტამენტის განცხდებაში.
ამ დრომდე არ სახელდება, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული მამაკაცი.
გაერო-მ ირანს მოუწოდა, ძალადობისგან თავი შეიკავოს. ირანის ხელისუფლება არეულობის ორგანიზებაში ქვეყნის მტრებს ადანაშაულებს.