ირანში სამხედრო აღლუმზე მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს
ირანში სამხედრო აღლუმზე მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კედელთან მდგომი თვალებაკრული 22 მამაკაცი აჩვენა.
ირანის დაზვერვის მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია იარაღი, ექსკლუზიური მასალა და საკომუნიკაციო აღჭურვილობა.
ირანის ქალაქ აჰვაზში 22 სექტემბერს სამხედრო აღლუმის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. აღლუმი 1980-88 წლების ერაყთან ომის დაწყებას ეძღვნებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 12 წევრი.