ირანში საფეხბურთო მატჩზე ქალები შეუშვეს - პირველად ბოლო ორ წელიწადში #1TVSPORT
ირანში საფეხბურთო მატჩზე ქალები შეუშვეს - პირველად ბოლო ორ წელიწადში #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აზიის ზონაში ბოლო ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტური გაიმართა, რომელშიც ირანის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერაყი.

გარდა იმისა, რომ ამ მატჩის მოგებით ირანმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, თამაშზე დასწრების უფლება მისცეს ქალებს – პირეველად ბოლო ორი წლის განმავლობაში.

2019 წლის სექტემბერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მოუწოდა ირანს – დაიწყოს ქალების შეშვება საფეხბურთო მატჩებზე. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ქალი გულშემატკივრები შეუშვეს კამბოჯას წინააღმდეგ მატჩზე.

ერაყთან მატჩში ქალებისთვის გამოყოფილი იყო ორი ათასი ბილეთი ჯამური 10 ათასიდან.