ირანში ოპოზიციური ვებგვერდის ადმინისტრატორი სიკვდილით დასაჯეს
ირანში ოპოზიციური ვებგვერდის ადმინისტრატორი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ოპოზიციური ვებგვერდის ადმინისტრატორი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესხებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. ვებგვერდ და „ტელეგრამის“ არხ „ამადნიუსის“ ადმინისტრატორი რუჰოლა ზამი 47 წლის იყო.

მედიის ცნობით, ის 12 დეკემბერს ჩამოახრჩვეს. ოთხი დღის წინ ირანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ზამის წინააღმდეგ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. ჟურნალისტს ბრალი კორუფციაში ედებოდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტის სამართლებრივ დევნას უსამართლო უწოდა.

ვებ გვერდ „ამადნიუსზე“ არაერთხელ გამოქვეყნდა ირანის ხელისუფლების წევრების კორუფციასა და სხვა დანაშაულებში მამხილებელი პუბლიკაციები. ეს ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა ირანში 2017 წელს აგორებულ საპროტესტო აქციებს, რაც საწვავაზე ფასების ზრდამ გამოიწვია. მიტინგების დროს მაშინ 25 ადამიანი გარდაიცვალა.

ჟურნალისტი რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბრიდან იყო დაკავებული.