ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედია პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტიქიის დროს დაახლოებით 150 ადამიანი დაშავდა. ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქირმანშაჰის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა დღის საათებში მოხდა. 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევებმა 43 სოფელი დააზარალა. 101 შენობა ბოლომდე დაინგრა, 800-მდე შენობა კი ნაწილობრივ დაზიანდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ქირმანშაჰში, სადაც რამდენიმე ათეული შენობა დაზიანდა.

ეს ისლამურ რესპუბლიკაში ბოლო 24 საათში უკვე მესამე ძლიერი მიწისძვრაა. ბოლო მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არსებულ ჰორმაზაგანის პროვინციაში ჯერ 4,7, შემდეგ კი 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.