ირანში მიიჩნევენ, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება ირანელებს საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ გააერთიანებს
ირანში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება ირანელ ხალხს საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ გააერთიანებს.
„ირანელები ყოველთვის ვერთიანდებით, როდესაც საგარეო საფრთხის წინაშე ვართ. ირანელები დაუპირისპირდებიან ტრამპის მჩაგვრელ ტაქტიკას“, – განაცხადა პარლამენტარმა მაჰმუდ სადეგიმ.
აშშ-მა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა. სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შევა და ირანის ზღვაოსნობას, ასევე ფინანსურ და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხება.
რვა სახელმწიფოს გარდა, სანქციები სავარაუდოდ შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანული ნავთობის შესყიდვასა და სასანქციო სიაში შესულ იურიდიულ პირებთან საქმიანობას არ შეწყვეტენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 12 მოთხოვნა დაასახელა, რომელიც ირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.