ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სიკვდილით კიდევ ორი ​​ადამიანი დასაჯეს
ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სიკვდილით კიდევ ორი ​​ადამიანი დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ დღეს სიკვდილით კიდევ ორი ახალგაზრდა დასაჯა, რომელთაც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან აფილირებული ბასიჯის მოხალისეთა წევრების მკვლელობა ედებათ ბრალად.

მსჯავრდებულები მოჰამად ქარამი და მოჰამად ჰოსეინი არიან. ადგილობრივმა მედიამ სასამართლოში მათი სიტყვით გამოსვლის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. როგორც „ფრანს-24“ აღნიშნავს, ბრალდებულებს უფლება არ ჰქონდათ, აეყვანათ საკუთარი ადვოკატი და გაცნობოდნენ მათ წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს.

ქარამისა და ჰოსეინის სიკვდილით დასჯით, ოთხამდე გაიზარდა მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში დაწყებული მასობრივ საპროტესტო აქციებთან კავშირში მყოფი გასამართლებული და სიკვდილმისჯილი პირების რიცხვი.

საერთო ჯამში კი, აქციების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 20 ათასამდე დააკავეს.