ირანში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა
ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. სამხრეთ ხორასნის პროვინციის ხელმძღვანელის, ჯავად გენაატის თქმით, ამ მომენტისთვის მაშველები მაღაროში დარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სამძიმარი გამოუცხადა მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.
ცნობისთვის, ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება 21 სექტემბერს საღამოს მოხდა.