ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2500-ით გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 286 523 შემთხვევა არის დადასტურებული.
ამასთან, ვირუსით გარდაიცვალა 15 289 ადამიანი, მათ შორის 215 პაციენტი გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 250 ათასს უახლოვდება.