ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სააგენტო „ირნა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, 1680-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და ახლა „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 101 650-ს აღწევს.
ქვეყნის მასშტაბით ინფექციის შედეგად სულ 6418 ადამიანი დაიღუპა, 81 587 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.