გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ით 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყნაში „კოვიდ-19“-ის 112 725 შემთხვევა არის გამოვლენილი, დაიღუპა 6 783 და განიკურნა 89 428 ადამიანი. ინფიცირებულთაგან 2 735 ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია.