ირანში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 166-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 24 118 ლეტალური შემთხვევა.
ინფორმაციას „გარდიანი“ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 2 845 ადამიანს დაუდასტურდა.
ირანში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 419 043-ს აღწევს.