ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 13 922 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, 358 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ირანში ვირუსს 49 348 ადამიანი ემსხვერპლა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანი პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნად ითვლება.