ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 636 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ახალი კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანში საერთო ჯამში „კოვიდ-19“- ის 298 909 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი და დაღუპულია 16 343 ადამიანი.
ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით, ირანში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.