ირანში კორონავირუსს ბოლო 24-საათში 149 ადამიანი ემსხვერპლა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ქვეყანაში სულ 1 284 ადამიანი დაიღუპა.
ირანში „კოვიდ 19“-ით 17 361 ადამიანია ინფიცირებული, 5 389 კი გამოჯანმრთელდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველ 10 წუთში „კოვიდ 19“-სგან ერთი ირანელი იღუპება. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კიანუშ ჯაჰანპურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ „ნოვრუზის“ დღესასწაული სახლებში აღნიშნონ.
ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, ირანი მსოფლიოს მესამე ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების 219 427 შემთხვევაა დადასტურებული, 84 153 გამოჯანმრთელდა, 9 095 კი დაიღუპა.