ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 ათასს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 853 ადამიანი.
მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში ინფიცირების 1053 და გარდაცვალების 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დაფიქსირდა.