ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 593 ადამიანი. ამის შესახებ ცნობას ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თუმცა, როგორც „ბიბისი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილთა რიცხვი რეალურად 200-ს აჭარბებს.
ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მუჰამედ ალი რამაზანი გარდაიცვალა.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსი კიდევ ოთხ კანონმდებელს, ასევე, ვიცე-პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დაუდგინდათ.