ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 59 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 1 869 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ირნა“ ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში 133 521-ს აღწევს, მათ შორის 2 633-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ირანში ახალი კორონავირუსით უკვე 7 359 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 104 072 გამოჯანმრთელდა.