ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 103 ათასს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 1 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 68 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-მა 6 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის უკვე განიკურნა 82 744 პაციენტი.