ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 221 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 12 305-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 079 ადამიანს. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 250 458 შემთხვევა.
ირანის 31 პროვინციიდან ცხრა ეპიდემიის „წითელ ზონად“ გამოცხადდა. ბოლო ათი დღის განმავლობაში ირანში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.