ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 429-მდე გაიზარდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, კიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 75 ადამიანი ემსხვერპლა.
თეირანში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირების 1 075 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ირანში კორონავირუსით 10 075 ადამიანია დაინფიცირებული.
ირანში ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე 3 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსი საფრთხის გამო, ირანთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა თურქეთმა.
ვირუსის შეკავების ფარგლებში, ირანში დახურულია ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება, გაუქმებულია სპორტული ღონისძიებები, მთავრობის წევრებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ.