ირანში კორონავირუს, „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ვირუსით დაინფიცირების 743 ახალი შემთხვევა.
საერთო ჯამში ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით 6 566 ადამიანია დაინფიცირებული.
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსისგან უკვე 2 134 ადამიანი განიკურნა.
ირანის ხელისუფლება, მანამდე, ვირუსით გარდაცვალების 145 შემთხვევას ადასტურებდა.
ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ირანულმა ავიაკომპანია „ირანეარმა“ ევროპის მიმართულებით ყველა ფრენა შეაჩერა.
„კოვიდ 19“-ით დაღუპული ადამიანების რაოდენობით, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ ირანი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.