ირანში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალირეზა რაისზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 2336 ადამიანი.