ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებულია ორი პაციენტი.

ისინი იზოლირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა ეროვნების არიან დაინფიცირებული.

ჩინეთში კორონავირუსით ბოლო მონაცემებით, 2012 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 75 280 ადამიანი. კორონავირუსისგან 15 030 ადამიანი განიკურნა.