ირანში კორონავირუსის გამო პარლამენტის მუშაობის განახლება ვერ ხერხდება
ირანში პარლამენტის მუშაობის განახლება ვერ ხერხდება. მეჯლისის დეპუტატები სხდომებზე მისვლაზე უარს ამბობენ, რადგან კორონავირუსით ინფიცირების ეშინიათ. ამის გამო სესიების განახლების თარიღი ჯერ უცნობი რჩება.
ირანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, „კოვიდ-19“ 30-მდე დეპუტატს დაუდასტურდა,
„ვორლდომეტრის“ ცნობით, ირანში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 222 669 შემთხვევა, გარდაიცვალა 10 508 პაციენტი.