ირანში კორონავირუსის 2 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა კიდევ 179 ადამიანი
ირანში „კოვიდ-19“-ით კიდევ 179 ადამიანი გარდაიცვალა, ასევე გამოვლინდა ინფიცირების 2 521 ახალი შემთხვევა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 13 211-ს აღწევს, ხოლო ირანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 262 173-ია.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახადა.