ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი
ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 217 ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში ვირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 3 583 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში 276 202 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 14 405 ადამიანი. ირანში ვირუსისგან 240 087 ადამიანი განიკურნა.
გუშინ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 25 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.