ირანში კორონავირუსის 2 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 183 ადამიანი დაიღუპა
ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 183 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „სიენენი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 269 440 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 13 791 ადამიანი.