ირანში კორონავირუსი 2 385 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 168 ინფიცირებული
ირანში კორონავირუსი 2 385 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 168 ინფიცირებული

ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 347 835 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელებულია 300 881 პაციენტი. აქტიური შემთხვევებიდან 3 882 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტია.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 168 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 19 972-ს შეადგენს.