ირანში „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების გამო 16 ქალი დააპატიმრეს
ირანში „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების გამო 16 ქალი დააპატიმრეს. გამოძიების ცნობით, ისინი სირიაში გაემგზავრნენ, რათა ტერორისტებთან მხარდამხარ ებრძოლათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაპატიმრებულ ქალებს იმ ფულის სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოუწევთ, რომელიც “ისლამური სახელმწიფოსგან“ მიიღეს.
ირანის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ქალებმა სირიაში წვრთნა გაიარეს და რამდენიმე ოპერაციაშიც მიიღეს მონაწილეობა.
პარალელურად დღესვე ირანში რვა მამაკაცის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთაც ბრალად შარშან პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა ედებათ. ეს პირველი თავდასხმა იყო ირანის ტერიტორიაზე, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამ საქმეზე სულ 26 პირია ბრალდებული.