ირანში გვალვის შემდეგ შექმნილი წყლის დეფიციტის გამო, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა
ირანში გვალვის შემდეგ შექმნილი წყლის დეფიციტის გამო, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, დემონსტრაცია ირანის ქალაქ ისპაანში გაიმართა. საპროტესტო აქციაში ფერმერები და მათი მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
დემონსტრანტები გამშრალი მდინარის კალაპოტში შეიკრიბნენ, სადაც ფერმერთა ნაწილმა კარვები გაშალა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ენერგეტიკის მინისტრმა წყლის დეფიციტის გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
ისპაანის პროვინციის ფერმერები მრავალი წელია, აპროტესტებენ მდინარე ზაიანდეჰ რუდიდან წყლის გამოყენებას სხვა რეგიონების მოსამარაგებლად. ივლისში წყლის დეფიციტის გამო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ირანის ნავთობის მდიდარ პროვინცია ხუზესტანში.