ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 47 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში ირანში კორონავირუსით 6 203 ადამიანია გარდაცვლილი.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყნის მაშტაბით სულ 97 424 ადამიანი დაინფიცირდა.