ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი კი გარდაიცვალა
ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 222 600-ს აღემატება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 144 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 10 500-ს გადააჭარბა.