საფეხბურთო კლუბმა „პერსეპოლისმა“ ირანის ჩემპიონატი „სეპიდრუდ რეშტის“ 3:0 განადგურებით დაასრულა. თამაშის დასრულების შემდეგ, „პერსეპოლისის“ ჩემპიონობის აღსანიშნავი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალული აქვთ, მაგრამ „პერსეპოლისის“ რამდენიმე ქალმა გულშემატკივარმა ხერხი იხმარა იმისთვის, რათა საჩემპიონო მატჩი და ზეიმი არ გამოეტოვებინა. მათ წვერი მიიწებეს, მამაკაცის ტანსაცმელი ჩაიცვეს და მშვიდად შევიდნენ სტადიონზე.
„პერსეპოლისი“ ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ირანში – 11 ჩემპიონობა აქვს მოგებული.
მარტის დასაწყისში 35 ქალი დააპატიმრეს იმის გამო, რომ „ესტეგლალისა“ და „პერსეპოლისის“ მატჩზე შეღწევას ცდილობდნენ.