ირანში დაწყებით სკოლაში ინგლისური ენის სწავლა აკრძალეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ირანის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილება ირანის სულიერი ლიდერის მოთხოვნით მიიღეს. აიათოლა ხამენეიმ მანამდე განაცხადა, რომ ინგლისური ენის სწავლამ ირანში „დასავლეთის კულტურულ ინტერვენციას“ შეუწყო ხელი.
„ინგლისურის სწავლა როგორც სახელმწიფო და ასევე კერძო დაწყებით სკოლებში, ეწინააღმდეგება კანონს“, – განაცხადა უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ მეჰდი ნავად ადჰამმა.
ირანში ინგლისურის ენის შესწავლას ტრადიციულად 12-14 წლის ასაკიდან იწყებენ. ზოგიერთი სკოლაში უცხო ენის სწავლა უფრო ადრეულ ასაკშიც იყო შესაძლებელი.