ირანში დააკავეს პირი, რომელმაც „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო ინტერნეტით გაავრცელა
ირანში დააკავეს პირი, რომელმაც „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო ინტერნეტით გაავრცელა. საუბარია ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში მაშინ გავრცელდა, როდესაც ირანის ხელისუფლებას სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება ჯერ აღიარებული არ ჰქონდა.
აღნიშნულ პირს სავარაუდოდ, ირანის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მუხლით წაუყენებენ ბრალს.
ირანის უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ვიდეოს გავრცელებაში ეჭვმიტანილი პირი დაკითხვის მიზნით დააკავეს.
„უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა. 11 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდება აღიარა.