ირანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის 2 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 120 ადამიანი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 120 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით ჯამში 9 392 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო ერთ დღეში ირანში „კოვიდ-19“-ის 2 615 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
თეირანში ამბობენ, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექცია სულ 200 261 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 160 000-მდე ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 2 833 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დღემდე ირანში 1 300 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.